გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ