სერგი კაპანაძე - მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ საპოვნელია, ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული

სერგი კაპანაძე - მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ საპოვნელია, ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული

ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა, - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ მირზა სუბელიანის დაკავების საკითხზე საუბრისას.

„მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არის საპოვნელი, მათ შორის იმ კუთხითაც, კიდევ ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული, მაგალითად, გარკვეული სამხილების განადგურების ან რაღაცის შეცვლის ფაქტი. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია ყველა საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის შეეცდება კითხვებს პასუხი გასცეს, რომელზეც ჯერჯერობით, თითქოს, გასცა შს სამინისტრომ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის კომენტარს საპარლამენტო უმცირესობა ავრცელებს. შსს-მ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები