Motorola-ამ სმარტფონი Droid X წარმოადგინა

Motorola-ამ სმარტფონი Droid X წარმოადგინა

კომპანიამ Motorola წარმოადგინა ОС Android 2.1-ის ბაზაზე შექმნილი სმარტფონი Droid X, რომელიც ბაზარზე 15 ივლისიდან გამოჩნდება და ამერიკული მობილური ოპერატორის Droid X-ის ქსელში იმუშავებს.

სმარტფონი 1 გიგაჰერცის პროცესორითაა აღჭურვილი, ხოლო მისი მეხსიერება 8 გიგაბაიტს შეადგენს. ასევე კომპლექტში იქნება 16 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათიც. სმარტფონს 4,3 დიუმიანი, 854X480 პიქსელიანი ეკრანი და 8 მეგაპიქსელიანი კამერა ახლავს, რომელსაც მაღალი ხარისხის (720p) ვიდეორგოლის გადაღება შეეძლება. დისფლეიზე გამოსახულების გამოტანა შესაძლებელია HDMI პორტით, როგორც ეს სმარტფონის Nokia N8-ის შემთხვევაში.

Droid X-ის მფლობელებს საშუალება ექნებათ უკაბელო მობილური ინტერნეტი უკაბელო ქსელის Wi-Fi საშუალებით მიიღონ. სმარტფონზე ერთდროულად ხუთი მოწყობილობის მიერთება შეიძლება. Wi-Fi-ის მოდულის გარდა, მას GPS და Bluetooth მოდულებიც აქვს.

სმარტფონი აშშ-ში 199 დოლარი ეღირება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)