მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა განუცხადა. მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წაუყენეს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

როდის იმსჯელებს სასამართლო მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ