პარლამენტთან მიმდინარე აქციას პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი შეუერთდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციას პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი შეუერთდა. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადეს. მიმდინარე აქციას რეგიონებიდან მოქალაქეები ეტაპობრივად უერთდებიან. აქციაზე უკვე მივიდნენ სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოსული პირები. ამჟამად პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შვილმოკლული მშობლები მიმართავენ, საკუთარ ტრაგედიებს ყვებიან და სისტემის დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

რაც შეეხება ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, ზვიად კუპრავას თქმით, ისინი ტრიბუნასთან უახლოეს ხანში მივლენ და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."