მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე ვერავინ გამაჩერებს, გარდა იმ ტყვიისა, რაც თემირლანს მოხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე ვერავინ გამაჩერებს, გარდა იმ ტყვიისა, რაც თემირლანს მოხვდა

მე ვერავინ გამაჩერებს, გარდა იმ ტყვიისა, რაც თემირლანს მოხვდა, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის და ზაზა იბრძოლებენ სიმართლისთვის. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ქისტები ტერორისტები არ არიან, არამედ საქართველოს შვილები არიან.

"მე და ზაზამ სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ გვსურს, რომ როგორც ჩვენ გავმწარდით, თქვენც რომ იგივე არ განიცადოთ, დამნაშავეები დაისაჯონ. პანკისის მცხოვრები ქისტები, სახელოვანი ხალხი, თქვენს ხელში გავიზარდეთ და სულ მუდამ ერთნი ვიქნებით, გვერდში ვიდგებით ჭირი იქნება თუ ლხინი.

ჩვენი დაცილება არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. მე ვერავინ გამაჩერებს, გარდა იმ ტყვიისა, რაც თემირლანს მოხვდა. მე და ზაზას უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ერთად ვიდგებით“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები