ზაზა სარალიძე - მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ

ზაზა სარალიძე - მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი მოთხოვნები კანონიერია და რუსთაველის გამზირზე კარვები მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩება.

"გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს ამაში დავრწმუნდი. მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა. კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე იმერეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექციას მოქალქეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოქალაქეებზე ხორციელდება ზეწოლა, რომ პარლამენტთან მიმდინარე სოლიდარობის აქციას არ შეუერთდნენ. მისივე თქმითმ თუ მოქალაქეების დაშინება არ შეწყდება, ადგილობრივი ხელისუფლებაც საკადრის პასუხს მიიღებს.

ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ არ გადადგება შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე პასუხისგებაში არ მიეცემიან საქმის პროკურორი და ყოფილი მთავარი პროკურორი და არ მოხდება მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დაკავება.

ამ წუთებში ზაზა სარალიძე რუსთაველზე გაშლილ ერთ–ერთ კარავში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. ზაზა სარალიძე რამდენიმე ადამიანთან ერთად გადაადგილდება, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ მასზე რამე ტიპის პროვოკაცია განხორციელდეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები