სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დატოვა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დატოვა

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაყვანილია. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და ათეულობით პოლიციელი რჩება.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ, საავტომობილო გზაზე სამი კარავია გაშლილი, რის გამოც გზის ამ მხარეს ავტოტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.

ადგილზე რჩება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც აცხადებს, რომ კარვები არ დაიშლება მანამდე, სანამ თანამდებობას არ დატოვებს შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, არ დადგება ყოფილი მთავარი პროკურორისა და საქმის პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი და არ მოხდება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დაკავება.მიმდინარე აქციაზე დღის განმავლობაში რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც აქციის მონაწილეებსა და გარეშე პირებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა ყველა ინციდენტი საპატრულო პოლიციის მეშვეობით განიმუხტა. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, ყველა ინციდენტი სუს-ის მიერ იყო ინიცირებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები