რატომ გაუთეთრდა მაიკლ ჯექსონს კანი - "როდესაც ჩემზე სიცრუეს იგონებენ, გული მტკივა"

რატომ გაუთეთრდა მაიკლ ჯექსონს კანი - "როდესაც ჩემზე სიცრუეს იგონებენ, გული მტკივა"

იმის მიუხედავად, რომ მაიკლ ჯექსონი მუდმივად პაპარაცების ყურადღების ცენტრში იყო, მუსიკოსის ცხოვრების შესახებ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული.

დღემდე ბევრს მსჯელობენ მის გარეგნობაზე, კანის ფერზე, რომელიც რადიკალურად შეეცვალა.

CNN-ის ინფორმაციით, ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წყარო მედიასთან ამტკიცებდა, რომ მუსიკოსის კანი მთელ სხეულზე თეთრი იყო, თანაც ნორმალურზე თეთრი.

თავად მომღერალი უარყოფდა ინფორმაციას, რომ კანის ფერი განგებ შეიცვალა და მუდმივად ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ვიტილიგო - დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ანადგურებს მელანინის წარმომქმნელ უჯრედებს - პიგმენტს, რომელიც კანის ფერს განსაზღვრავს. ამ დაავადების შედეგად სხეულზე მკვეთრი, თეთრი ლაქები ჩნდება.

პაციენტების ნაწილს თეთრი ლაქები მთელს სხეულზე უჩნდება და კანზე რეალური ფერის მხოლოდ წვრილი წერტილები რჩება. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს 1993 წელს ჯექსონმა განაცხადა, რომ ის შავკანიანი ამერიკელი იყო და საკუთარი რასითა და იდენტობით ამაყობდა.

„მე კანის დაავადება მაქვს, რომელიც კანის პიგმენტაციას ანადგურებს. ამისი შეჩერება შეუძლებელია. როდესაც ადამიანები იგონებენ ჩემზე ტყუილ ისტორიებს, ძალიან მტკენს გულს,“ - აღნიშნა ჯექსონმა.

ვიტილიგოთი ყველა რასის წარმომადგენელი შეიძლება დაავადდეს, თუმცა უფრო მკვეთრად ჩანს მუქი ფერის კანზე. დაავადების მიზეზი უცნობია, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ გენეტიკურ განწყობასაც აქვს მნიშვნელობა.

სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივად წასასმელი მალამოები (კორტიკოსტეროიდები) ორალურად მისაღებ აბებთან და ულტრაიისფერი სხივებით თერაპიასთან ერთად. მკურნალობას ხშირად აქვს გვერდითი ეფექტები - ჭარბთმიანობა, კანის ზედმეტად გამუქება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ