თემურ კუპატაძე - აქციაზე არიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და ერთმანეთს უპირისპირდებიან დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე

თემურ კუპატაძე - აქციაზე არიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და ერთმანეთს უპირისპირდებიან დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, აქციაზე არიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე. აღნიშნული განცხადება თეიმურაზ კუპატაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.

თეიმურაზ კუპატაძე ასევე გამოეხმაურა იმ დაკავებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა. მისი თქმით, დაკავებულია 3 ადამიანი.

„აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, - განაცხადა კუპატაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები