რუსთაველის გამზირზე 14:00 საათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო

რუსთაველის გამზირზე 14:00 საათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო

რუსთაველის გამზირზე 14:00 სათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტს საქალაქო სასამართლოში განუცხადა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. დღეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები