რა ვითარებაა თბილისში ძლიერი წვიმის გამო

რა ვითარებაა თბილისში ძლიერი წვიმის გამო

დედაქალაქში უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ორი კორპუსის სარდაფიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ასევე, სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვას ცდილობს "ახმეტელის მეტროს" შესასვლელიდან. თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მეტროს დატბორვის საშიშროება არ არსებობს.

"დედაქალაქის ყველა რაიონში სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მზად არიან მოქალაქეებს გაუწიონ მათ კომპეტენციაში არსებული ყველა სახის დახმარება. სამაშველო სამსახური ამ ეტაპზე საგანგებო მუშაობის რეჟიმზე არ გადასულა", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ნახეთ ვიდეო: ნიაღვარი დიღომში - სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

ძლიერი წვიმის გამო ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

"ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მთავარი ფოტო: სქრინი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

იხილეთ ვიდეო: დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რამდენი ზარი შევიდა 112-ში ღამით და რა ხდებოდა თბილისში ძლიერი წვიმის დროს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი