ძლიერი წვიმის გამო შსს-მ ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდა

ძლიერი წვიმის გამო შსს-მ ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდა

ძლიერი წვიმის გამო თბილისში ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დედაქალაქში უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ორი კორპუსის სარდაფიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ასევე, სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვას ცდილობს "ახმეტელის მეტროს" შესასვლელიდან. თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მეტროს დატბორვის საშიშროება არ არსებობს.

ნახეთ ვიდეო: ძლიერმა წვიმამ გლდანში ქუჩები დატბორა - შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი