მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებზე? - უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბება

მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებზე? - უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბება

15:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

მმართველ გუნდში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ უმრავლესობის შეკრების თემა არის თუ არა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები.

წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი. უცნობია, შეხვედრაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები