"ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ - მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა!" - "მზიურში" 15 წლის გიგი ანთაძე გაქურდეს

"ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ - მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა!" - "მზიურში" 15 წლის გიგი ანთაძე გაქურდეს

"მზიურში" 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე OK! Magazine-ის რედაქტორი ნინჩო ჯიბლაძე წერს:

"ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?

გუშინ გიგისთან რომ მივედით (ყველამ ვიცით ხო გიგი - პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის), ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ; ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ - მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა! რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა; გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს - ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო - მიდის და ქურდავს.

გული მქონდა ცუდად გუშინ, კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად, მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან", - წერს ჯიბლაძე.

შეგახსენებთ, აპრილში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა, ახალი „მზიურის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური გაუხსნეს.

წაიკითხეთ ასევე: "ვაგზალზე გავიპარე, ვიყიდე ბუშტები და დავიწყე გაყიდვა..." - 15 წლის გიგის ისტორია, რომელმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა

"მე აივ-ინფიცირებული ვარ და ახლა მეოთხე შვილს ველოდები" - ქალი უმძიმესი წარსულით, რომელიც ციხეში მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის იჯდა

"ულამაზესი ორსული ხარ" - მომღერალი ნინა სუბლატი პირველ შვილს ელოდება (ფოტო)

"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე