მარნეულში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრიც ფიგურირებს - აზერ სულეიმანოვი გამოკითხვაზე დაიბარეს

მარნეულში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრიც ფიგურირებს - აზერ სულეიმანოვი გამოკითხვაზე დაიბარეს

მარნეულში მომხდარ ინციდენტში პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ვასაძის წერილი გააცნო სულეიმანოვის ბრალდების შესახებ.

“გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში ასევე გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი ამასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის:

“საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე “პროკურატურის შესახებ“ კანონის მეცხრე მუხლის მესამე ნეწილის “დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოლების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება - საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აუცილებლია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა. აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა. ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ბრიფინგი პროკურატურაში მარნეულის ინციდენტზე: უწყება ასაჯაროებს საქმის დეტალებს, რომელშიც აბაზოვთან ერთად, დეპუტატი აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს

სულეიმანოვი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ამავე საქმესთან დაკავშირებით, დღეს დააკავეს მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერ სულეიმანოვი დღეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მივა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სულემანოვი პროკურატურაში 15.00 საათზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები