„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები