აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას მიხეილ ჯანელიძე?

აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას მიხეილ ჯანელიძე?

მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას.

როგორც მან აღნიშნა, ამაყობს იმ შედეგებით, რაც გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობამ წლების განმავლობაში მიაღწია.

„სრულიად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც კვირიკაშვილის მიერ ბრიფინგისას გაკეთდა. ვფიქრობ, რომ მისი მეთაურობით მთავრობამ იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა. დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ამ გუნდს და საქართველოს მომავალი წარმატებები ჰქონდეს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ის შედეგები იქნა მიღწეული, რითაც ვამაყობ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები