"ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს" - მეზობლები თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

"ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს" - მეზობლები თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

მეზობლები თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, მამაკაცის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. მისი თქმით, გამთენიისას დაპირისპირება ორ მამაკაცს შორის მოხდა, რომლებიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამასთან, მეზობლების თქმით, გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები.

"ამბობენ, რომ ორივე ნასვამები იყვნენ. გარდაცვლილი ჩემი მეზობელი იყო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს, ამბობენ იჩხუბესო და არ ვიცი, რატომ იჩხუბეს. კამათის ხმაც არ გამიგია", - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ