კახა კალაძე - ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი

კახა კალაძე - ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.

"დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახებული და გადაწყვეტილება 17.00 საათზე გახდება ცნობილი", - განაცხადა კალაძემ.

პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. დასმული კითხვის პასუხად კახა კალაძემ განაცხადა, "გუნდში არის მსჯელობა, არის კანდიდატურები".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები