"პოლიციის აკადემია დავამთავრე, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია" - რა განაცხადა თემურ აბაზოვმა სასამართლოზე

"პოლიციის აკადემია დავამთავრე, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია" - რა განაცხადა თემურ აბაზოვმა სასამართლოზე

მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკეთის ღონისძების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. ამით მან ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მანამდე სასამართლო პროცესზე აბაზოვმა აღნიშნა, რომ იგი კანონმომრჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე, პოლიციის აკადემია დავამთავრე, კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. კიგბოქსინგში აზერბაიჯანში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორი სად იყო და ვითხოვე, ამიხსენით მეთქი და არ მივმალულვარ. ვახშამზე ვიყავი და განრიგიც კი შევცვალე, რომ 12:00 საათზე პროკურატურაში ვყოფილიყავი. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონს დავემორჩილები. გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ. ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, ქალბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარეც კი დავაჯრიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, - აღნიშნა თეიმრაზ აბაზოვმა.მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

ნახეთ ვიდეო: სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე: პოლიციის აკადემია დავამთავრე, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ - რა თქვა მარნეულის სკანდალურმა მერმა სასამართლოზე

სტუდია "მონიტორმა" ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის

შსს-მ ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი დააკავა