როგორ შეიცვალა გიორგი კვირიკაშვილის ქონება მინისტრობიდან პრემიერობამდე

როგორ შეიცვალა გიორგი კვირიკაშვილის ქონება მინისტრობიდან პრემიერობამდე

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 13 ივნისს გააკეთა. მის გადადგომასთან ერთად კი, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება. უკვე ცნობილია კანდიდატი, ვინც პრემიერს პოსტზე კვირიკაშვილს შეცვლის და ის ფინანასთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძეა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ დაასახელა.

რაც შეეხება ისევ კვირიკაშვილს, ის პრემიერობამდე, 2012 წლის ოქტომბრიდან ჯერ ეკონომიკის და მერე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პარალელურად იყო ასევე ვიცე-პრემიერიც. 2015 წლის 30 დეკემბრიდან კი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ამ პერიოდში აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება. 2012 წლის 25 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კვირკაშვილი ფლობდა 190 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 34 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 432 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და დუშეთში, 250 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლსა და 3 450 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 515 ლარი (დებეტი); 1 760 დოლარი (დებეტი); 5 117 ლარი (კრედიტი) და 20 300 (კრედიტი); ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 5 500 დოლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც 2012 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, მისმა წინა წლის შემოსავალმა „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 111 020 ლარი შეადგინა განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები