მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გუშინ, ღამის საათებში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით ხის ტრანსპორტირების დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებთან მისულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, 1990 წელს დაბადებულმა ბ. ტ.-მ იქ მყოფი პოლიციელები საქეიფოდ დაპატიჟა სახლში, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ბ.ტ.-მ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს მურად (ბუტა) ანთაძეს მოულოდნელად ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მურად ანთაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, არიან მძიმედ დაშავებულებიც

ქობულეთში, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

კახეთში  სანადიროდ წასულ მამაკაცს მანქანა ამოუტრიალდა და ქვეშ მოიყოლა