ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული უზბეკეთის მოქალაქის, საიორახონ მირბობოიევას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

გუშინ, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ დასახლებაში 4 წლის გოგონა დედის მეგობარმა, სავარაუდოდ, ცემის შედეგად მოკლა, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად "სირცხვილიას" აქტივისტები სასამართლოსთან აქციას გააგრძელებენ

პარლამენტთან დაკავებულ "სირცხვილიას" აქტივისტს ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

"სასტიკად დაზიანებული ცხედარი მეგობარმა იპოვა..." - რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მოკლულ ქალზე და მომხდარის რა დეტალები ხდება ცნობილი?