კახა კალაძე - "ქართული ოცნების" გუნდში სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

კახა კალაძე - "ქართული ოცნების" გუნდში სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ გუნდი სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი.

"მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ, ზეგ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები