რა ხდება ოზურგეთის მერიასთან - შსს არ ადასტურებს, რომ ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

რა ხდება ოზურგეთის მერიასთან - შსს არ ადასტურებს, რომ ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან სპეცრაზმია მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ოზურგეთის მერიის მიმდებარე ტერტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.

მათივე ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე მართლწესრიგისა და პრევენციის მიზნით არიან განთავსებულნი.

„მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ოზურგეთში სამართალდამცველები მართლწესრიგის დაცვისა და პრევენციის მიზნით არიან მობილიზებულნი. სპეცრაზმი არ არის. იქ იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები“, - განაცხადეს შსს-ში.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას რამდენიმე საათია მართავენ. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები