რომელ კარაქს ყიდულობთ? - გამოკითხვის შედეგები

რომელ კარაქს ყიდულობთ? - გამოკითხვის შედეგები

ათწლეულების მანძილზე მსჯელობენ, სასარგებლოა თუ არა კარაქი, თუმცა იმაზე არავინ დავობს, რომ ძალიან გემრიელია და ბევრ კერძს უხდება.

საქართველოში მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში კარაქის ძალიან დიდი არჩევანია, თუმცა ჩვენ დავინტერესდით, რომელ კარაქს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მომხმარებლები, რისთვისაც გამოკითხვა ჩავატარეთ.

გამოკითხვა Ambebi.ge-ს და BPN.ge-ს საიტებზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კითხვაზე, ქართული წარმოების რომელ კარაქს ანიჭებთ უპირატესობას? -პასუხი 16 000-მდე მკითხველმა გასცა და მათი ხმების ყველაზე დიდი ნაწილი - 39%, „სანტინო/სანტემ“ დაიმსახურა. გამოკითხულთა 26% უპირატესობას ანიჭებს „შატილის“ კარაქს, „ქობულეთური“ კი 10%-ის მოწონებას იმსახურებს.

კითხვას, უცხოური წარმოების რომელ კარაქს ანიჭებთ უპირატესობას? - პასუხი გასცა 12 544-მა მკითხველმა. გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს კარაქი „პრეზიდენტი“, „ვალიო„ 37%-ის მოწონებას იმსახურებს, ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ ყიდულობს და სხვა დასახელების უცხოურ კარაქს ირჩევს გამოკითხული მკითხველის 9%.

გამოკითხვაში ასევე დავინტერესდით, კარაქის შერჩევისას, რა არის მყიდველისთვის გადამწყვეტი ფაქტორი - გემო, ფასი თუ მწარმოებელი ქვეყანა. ამ კითხვაზე გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

გამომდინარე იქედან, რომ მკითხველმა გამოკითხვაში ძალიან იაქტიურა და ერთ კვირაში საიტის 30 000-ზე მეტმა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, AMBEBI.GE-ს რედაქცია მსგავსი გამოკითხვების ჩატარებას ყოველ კვირას გეგმავს. თემების მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ვებპლატფორმები, სადაც მკითხველს ექნება საშუალება დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ