იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონი დაალაგეს

იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონი დაალაგეს

ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ტრიბუნებზე უამრავი ნაგავი რჩება - საჭმლის ნარჩენები, ერთჯერადი ჭიქები... ასე მოხდა სამშაბათსაც, იაპონელ გულშემატკივრებს სტადიონზე მხიარულების მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ - მათმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კოლუმბია დაამარცხა, ანგარიშით 2-1. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის იაპონელმა თაყვანისმცემლებმა საგულდაგულოდ დაალაგეს საკუთარი ტრიბუნა. მათ ჰქონდათ დიდი ზომის ნაგვის პარკები, სადაც ნარჩენები მოაგროვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონელებმა საკუთარი ნაგავი სტადიონზე არ დატოვეს, ისინი დიდი ხანია, კარგი მანერებით არიან ცნობილი.

„ეს არა მხოლოდ ფეხბურთის კულტურის, არამედ - იაპონური კულტურის ნაწილია. ხშირად მოისმენთ, რომ ფეხბურთი კულტურის ანარეკლია. იაპონურ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ყველაფერი სუფთა იყოს, ამიტომ ნებისმიერი სპორტული შეჯიბრის შემდეგ ასე იქცევიან,“ - განაცხადა იაპონიაში მცხოვრებმა სპორტის ჟურნალისტმა სკოტ მაკინტაირმა „ბიბისისთან“.

ნახეთ ვიდეო : მატჩის დასრულების შემდეგ, იაპონელმა და სენეგალელმა გულშემატკივრებმა სტადიონი დაალაგეს

იაპონელებს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სისუფთავით არც სენეგალელები ჩამორჩნენ - „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მათმა ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა, სენეგალელმა გულშემატკივრებმა სკამებს შორის დაყრილი ნაგავი მოაგროვეს.

კადრები არგენტინულმა ტელეკომპანიამ TyC Sports გაავრცელა. წამყვანმა აღნიშნა, რომ ისტორიული გამარჯვების შემდეგ სენეგალელებმა მხიარული წვეულების გამართვის ნაცვლად სტადიონი საგულდაგულოდ დაალაგეს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ