არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში ძმამ და ვალების გამო დაჭრა

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში ძმამ და ვალების გამო დაჭრა

ზუგდიდში ძმის მიერ დაჭრილ ქალს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ქალი საკუთარმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით, გუშინ, დადიანების მუზეუმის ეზოში დაჭრა. მას გულ-მკერდის და მხრის არეში ორი ჭრილობა აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, და-ძმას შორის შელაპარაკება ქალის მიერ აღებული ვალების საკითხზე მოხდა, რომელიც მას ოჯახისგან მალულად ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მამაკაცი, რომელმაც და დაჭრა, დაკავებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ