კანადაში მარიხუანა ლეგალური გახდა - რას წერს ტრიუდო "ტვიტერზე"

კანადაში მარიხუანა ლეგალური გახდა - რას წერს ტრიუდო "ტვიტერზე"

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

„ჩვენი ბავშვებისთვის მარიხუანას შოვნა ძალიან ადვილი იყო, ისევე როგორც დამნაშავეებისთვის - სარგებლის მიღება. დღეს ჩვენ ამას ვცვლით. მარიხუანას ლეგალიზაციისა და ბაზრის რეგულირების ჩვენი გეგმა სენატმა დაამტკიცა“, - წერს ტრიუდო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„როიტერსის“ ინფორმაციით, კანონპროექტს 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 29 წავიდა. ახალი კანონი ძალაში 2-3 თვის ვადაში შევა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ