"მძულდა საბჭოთა გერბი, მაგრამ მიყვარდა კიევური კატლეტი " - ბუბა კიკაბიძე

"მძულდა საბჭოთა გერბი, მაგრამ მიყვარდა კიევური კატლეტი " - ბუბა კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძემ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვან ბიუროსთან საბჭოთა კავშირზე ისაუბრა. მომღერალი და მსახიობი ამბობს, რომ იმ პერიოდზე ცუდი მეტი აქვს გასახსენებელი, ვიდრე - კარგი.

კიკაბიძის თქმით, სძულდა საბჭოთა კავშირის გერბი და წარმოუდგენელია მისთვის, რომ ვიღაცას შეეძლო გერბზე ნამგალი და ურო დაეხატა.

„თუმცა, ადამიანები იმ დროს უფრო მეტად აფასებდნენ ერთმანეთს, სულიერება მეტი იყო. ვიცოდით, რომ ვალდებული ვიყავით, ამ ქვეყანაში გვეცხოვრა, ერთი ტაჯიკი იყო, მეორე ებრაელი... ვიცოდით, რომ ერთმანეთისთვის პატივი უნდა გვეცა, ასე გავიზარდეთ. თუმცა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მარტივად მივეჩვიე, რომ ქვეყანა აღარ არსებობდა, რადგან ყველაფერი სხვა იქ ძალიან ცუდი იყო,“ - აღნიშნავს კიკაბიძე.

მისივე თქმით, არასოდეს ყოფილა "კომსომოლი" და არც პარტიის წევრი.

„როდესაც მიმიწვიეს პარტიაში, 50 წლის ვიყავი, ვიფიქრე, რომ ჩემი სადღაც დანიშნვა უნდოდათ. ვუთხარი, რომ კომსომოლშიც არ ვყოფილვარ, არც თეზისების სწავლა შემეძლო, ისეთი ასაკი მქონდა უკვე. პარტიაში შესვლის გარეშე ცხოვრება რთული იყო. ერთხელ მომცეს წასაკითხად დოსიე, რომელიც ჩემზე ჰქონდათ შედგენილი, კგბ-ს ყველაზე აქვს ინფორმაცია. იქ ეწერა, რომ ვახტანგ კიკაბიძეს უყვარს ანტისაბჭოთა ანეკდოტების მოყოლა,“ - იხსენებს მსახიობი.

გარდა ნამგალი და უროსი, კიკაბიძე საბჭოთა კავშირის სხვა უარყოფით მხარეებსაც იხსენებს - მაგალითად, არ მოსწონდა, რომ ხალხი ერთმანეთს არ უღიმოდა; არ შეეძლო გადაეწყვიტა საკითხები, რომელიც თუნდაც პირადად მხოლოდ მას ეხებოდა; არ მოსწონდა მსახიობების დაბალი ანაზღაურება, რადგან, მისი თქმით, ხელოვანებს „კაპიკებს უხდიდნენ“. „რა მომწონდა საბჭოთა კავშირში? კიევური კატლეტი!“ - განაცხადა კიკაბიძემ.

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები