"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - განჩინებას, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში მოვიდნენ, მოქმედების ვადა გასული აქვს

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - განჩინებას, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში მოვიდნენ, მოქმედების ვადა გასული აქვს

განჩინებას, რის საფუძველზეც სამართალდამცველები დოკუმენტაციის შესამოწმებლად მოვიდნენ, მოქმედების ვადა გასული აქვს, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებლები პასუხს არ სცემენ კითხვაზე, თუ რატომ მივიდნენ ღამის კლუბში გასულ თვეს გამოცემული განჩინებით.

"საკმაოდ ქაოსური სიტუაციაა. ჩვენ ახლა მივაქციეთ ყურადღება, რომ გარდა საიდენტიფიკაციო კოდის ცდომილებისა, განჩინება გამოცემულია 24 მაისს. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბინძური კამპანია, რასაც ემატება ის, რომ ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს დოკუმენტაციის შემოწმება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება“, - განაცხადა ტატო გეთიამ.

კლუბ „ბასიანის“ ოფისში სამართალდამცველები ამ დრომდე იმყოფებიან. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებს ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება სურთ, თუმცა შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო ადმინისტრაცია სამართალდამცველებს ამის საშუალებას არ აძლევს.

იხილეთ ვიდეო: "ვადაგასული განჩინებაა, საიდენტიფიკაციო კოდი არის არასწორი" - კლუბის ხელმძღვანელების განცხადებით შსს-ს "ბასიანში" უკანონოდ შევიდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ