როგორ შეიძლება შეიცვალოს მსესხებლის ნეგატიური სტატუსი?

როგორ შეიძლება შეიცვალოს მსესხებლის ნეგატიური სტატუსი?

ე.წ. შავი სია, ანუ ნეგატიური სტატუსის მქონე პირთა დინამიკა ზრდადია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ლაშა ბაღათურიამ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, „ჭარბვალიანობა ახრჩობს დღეს ქვეყანას“. მისივე თქმით, დაახლოებით 630 000 ადამიანი არის ე.წ. შავ სიაში და შესაბამისად, მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება.

„ეს მონაცემი გასული წლის ბოლოს გადავეცით ეროვნულ ბანკს. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია ნეგატიური ჩანაწერის მქონე სესხზე, ანუ 630 ათას ადამიანს სულ მცირე 1 ნეგატიური სტატუსის სესხი აქვს. დინამიკა რა თქმა უნდა მზარდია, რადგან ნეგატიური ჩანაწერების სიაში ძველი სესხებიც რჩება და ახალიც ემატება,“-აღნიშნა „კრედიტინფო საქართველოს“ მენეჯერმა ლაშა ბაღათურიამ ჩვენთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების პარალელურად პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა გარკვეულ ცვლილებებზეც დაიწყო საუბარი. მაგალითად, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შესაძლოა, გარკვეული კრიტერიუმები დაიხვეწოს და „შავი სიიდან“ ბევრი ადამიანი ამოვიდეს. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ამ სიაში ბევრი ადამიანი გაუთვითცნობიერებლად მოხვდა, მაგალითად, ისინი ვინც, თავდებობით „გაეხვა შარში“. განაგრძეთ კითხვა

"შეთანხმებას მივაღწიეთ" - კახა კალაძის კომენტარი იმის შესახებ, გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"