მაკა ჩიჩუას მკაცრი სტილი ესტონეთში - პრეზიდენტის და პირველი ლედის ვიზიტის ამსახველი ფოტოები

მაკა ჩიჩუას მკაცრი სტილი ესტონეთში - პრეზიდენტის და პირველი ლედის ვიზიტის ამსახველი ფოტოები

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ესტონეთში, სადაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ესტონეთის ქალაქ ტარტუში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ და ქუჩაში გამოსულ ესტონელებსაც მიესალმნენ.

საქართველოს პირველმა ლედიმ ესტონეთში ვიზიტისთვის მკაცრი სტილი აირჩია - მაკა ჩიჩუა შავი ფერის კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი პოზირებდა მეუღლესთან და ესტონეთის საპრეზიდენტო წყვილთან ერთად.

ტარტუში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანადგომისა და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის. მისი განცხადებით, ტარტუში ესტონელ ხალხთან ერთად შეკრებილები არიან იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები