კაცი ყოფილ ცოლს დღემდე ჩუქნის ყვავილებს, მიზეზი კი ნამდვილად გასაოცარია...

კაცი ყოფილ ცოლს დღემდე ჩუქნის ყვავილებს, მიზეზი კი ნამდვილად გასაოცარია...

წერილს, რომელიც კაცმა ყოფილ ცოლზე დაწერა, ინტერნეტმომხმარებლები ჯერ კიდევ ვერ ივიწყებენ. ბოსტონელმა ბილი ფლინ გედბოისმა გადაწყვიტა, ყოფილი ცოლისთვის დაბადების დღის სიურპრიზი მოეწყო და შვილებთან ერთად მისალოცი ბარათები და ყვავილები მიეტანა.

„მეკითხებიან, რატომ ვაკეთებ ამას კვლავ, ის ხომ ჩემი ცოლი აღარ არის. კითხვები ძალიან მომაბეზრებელია და გადავწყვიტე, ყველაფერი ხმამაღლა ვთქვა.

დღეს ჩემი ყოფილი ცოლის დაბადების დღეა, ამიტომ ადრე ავდექი, რომ ყვავილები და ბარათები მეყიდა.

მე ორ პატარა ბიჭს ვზრდი. როგორი დამოკიდებულება მაქვს მათ დედასთან, მათთვის მაგალითი იქნება და დიდწილად განსაზღვრავს, ისინი როგორ მოეპყრობიან ქალებს.

ჩემს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დაშორებულები ვართ.

დადექით ყველაფერზე მაღლა და იყავით სამაგალითო. გაზარდეთ კარგი კაცები, ძლიერი ქალები, მსოფლიოს ისინი ძალიან სჭირდება, ისე, როგორც არასოდეს,“ - წერს ბილი ფლინ გედბოისი.

თუმცა, indy100-სთან ამბობს, რომ ყოველთვის ყელაფერი ასე მარტივად არ იყო.

„თავიდანვე ვერ შევძელით, ასეთი ურთიერთობა გვქონოდა, დაშორების შემდეგ დრო დაგვჭირდა და გზადაგზა ვსწავლობდით, როგორ მოვქცეულიყავით სწორად.

ბევრი რამის გადალახვა მოგვიხდა რომ შეგვძლებოდა, გვერდზე გადაგვედო ჩვენი სიბრაზე, პრობლემები და ბავშვებზე ვყოფილიყავით ორიენტირებული. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.

პროცესი კვლავ გრძელდება, მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია, ბავშვების თვითრწმენა მუდმივად იზრდება,“ - ამბობს გედბოისი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ