კამათი გიგა ბოკერიასა და ეკა ბესელიას შორის - "ბატონო გიგა, ძალიან ნუ გაერთობით..."

კამათი გიგა ბოკერიასა და ეკა ბესელიას შორის - "ბატონო გიგა, ძალიან ნუ გაერთობით..."

ბატონო გიგა, ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას.

გიგა ბოკერიასა და ეკა ბესელიას შორის კამათი კომისიის მიერ კონკრეტული ექსპერტების მოწვევის წესთან დაკავშირებით გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბოკერიას შეახსენა, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის უმრავლესობით წარმოდგენა დროებითი მოვლენაა.

„ბატონო გიგა, ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი. ეს დროში ძალიან შემოსაზღვრული მოცემულობაა. ეს ხშირად გაიხსენეთ ხოლმე. შეიძლება ისე დაიჯეროთ, რომ მერე სულ აგერიოთ ხოლმე ვერტიკალები. ამიტომ გახსოვდეთ, რომ დროებითია ეს თქვენთვის. პირდაპირ წერია, რომ ეს სამი თვით არის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები