ფიტნეს კომპანიის დირექტორი, რომელსაც 3 დღე ეძებდნენ, პოლიციამ წყლით სავსე თხრილში იპოვა

ფიტნეს კომპანიის დირექტორი, რომელსაც 3 დღე ეძებდნენ, პოლიციამ წყლით სავსე თხრილში იპოვა

32 წლის მამაკაცს, რომელსაც ოჯახის წევრები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა დიღმის მასივში არსებულ მიტოვებულ ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში მიაკვლიეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, იგი ერთ-ერთი ფიტნეს კომპანიის დირექტორია. 32 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ის თხრილიდან უვნებლად ამოიყვანეს. ამოსაყვანად საჭირო გახდა სამაშველო სამსახურის გამოძახება.

ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში 20 ივნისს შევიდა. პოლიციას ახალგაზრდა ქალმა მიმართა და აცნობა, რომ მისი მეუღლე 18 ივნისს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ, მასთან დაკავშირებას ოჯახი და მეგობრები ვერ ახერხებდნენ.

პოლიციის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ დაკარგული მამაკაცი 18 ივნისს საღამოს საათებში ბელიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, იქიდან კი მისი კვალი გაურკვეველი მიმართულებით ქრებოდა. სამართალდამცველებმა მას 22 ივნისს მიაკვლიეს.

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს