ჯი სუნ პარკი: “ურუგვაი სოლიდური გუნდია”

ჯი სუნ პარკი: “ურუგვაი სოლიდური გუნდია”

სამხრეთ კორეის ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინასთან, საბერძნეთთან და ნიგერიასთან მოხვედრის შემდეგ, ჯგუფის უიმედო აუტსაიდერად მოინათლა.

თუმცა, აზიელებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენეს და მხოლოდ არგენტინასთან დამარცხდნენ, ხოლო საერთო ჯამში მოპოვებულმა ოთხმა ქულამ, მათ გზა 1/8-ფინალისკენ გაუხსნა. სამხრეთკორეელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი ჯი სუნ პარკი იყო, რომელიც ნაჩვენები შედეგით გამოწვეულ სიხარულს არ მალავს.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის მერე, თავს როგორ გრძნობთ?

- ძალიან გახარებული ვარ. აქამდე, მსგავსი შედეგი მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს, გუს ჰიდინკის მთავარი მწვრთნელობის დროს ვაჩვენეთ. მთელი კორეისთვის, ეს უდიდესი მიღწევაა. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი აღტაცებულია.

- არადა, წარმატება ბეწვზე ეკიდა...

- ნიგერია ფიზიკურად ძლიერი გუნდია. თუმცა, ჩვენ შესაძლო წარმატებაზე, ან წარუმატებლობაზე არ ვფიქრობდით – უბრალოდ, იმას ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. ფეხბურთში წინასწარ რაიმეს განსაზღვრა შუძლებელია, მაგრამ თუ საკუთარ სამუშაოს კეთილსინდისიერად შეასრულებ, დასაჩუქრდები.

- 1/8-ფინალში თქვენი გუნდის მეტოქე ურუგვაის თაობაზე, რა აზრის ხართ?

- ჯგუფში მათ მიერ ჩატარებული თამაშები ვნახე და სოლიდური გუნდია. ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ძალიან სერიოზულად მოემზადა. თუმცა, ჯგუფში არგენტინასთან დაპირისპირების მერე, სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ. ვფიქრობ, ის მატჩი, ურუგვაელებთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოგვადგება.   

- თქვენი მეგობარი, საფრანგეთის ნაკრების მცველი პატრის ევრა სკანდალში გაეხვა, თქვენი აზრით, ის, მეამბოხესა და რევოლუციონერს, ჰგავს?

- საფრანგეთის ნაკრებში მომხდარი ამბის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცნობ ევრას. თუ ის რამეს აკეთებს, მაშასადამე, ამის სერიოზული მიზეზი არსებობს. იმედი მაქვს, რომ ახლაც ასე იყო.  

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო