"ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი" - რა განაცხადა სასამართლოზე ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა

"ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი" - რა განაცხადა სასამართლოზე ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა

ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად, – ამის შესახებ 47 წლის ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ძიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს და მას წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრეს.

„ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა და თუ გაითვალისწინებთ. არსად არ ვაპირებ მიმალვას. მაშინვე ვუთხარი, რომ არსად არ გავრბივარ. ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი“, – განაცხადა 6 თვის ტყუპებზე მოძალადე ძიძამ.

მოსამართლემ 47 წლის ქალს აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესს ტყუპების მშობლები და ბრალდებულის ოჯახის წევრები არ დასწრებიან. მოძალადე ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

ნახეთ ვიდეო: შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ძიძა 6 თვის ტყუპებს - მოძალადეს პატიმრობა შეეფარდა

დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ქვეითი შეიწირა - რა მოხდა გორთან?

"ნაციონალური მოძრაობის" სურვილი იყო ჩვენი გარდაცვლილი შვილის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა" - მირიან ნიკოლაძე

სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეუფარდა