თბილისში მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს - "ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა"

თბილისში მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს - "ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

"მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა? თურმე სიბნელის ეშინია" - ბაჩალიაშვილის დედის თქმით, დეა კაპანაძემ გამოძიებას განსხვავებული ჩვენება მისცა

"ზ.ხ-მ უნდობლობა გამოუცხადა სასამართლოს და გადაწყვიტა მეც ამიცილოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი