ნუკრი ქანთარია - კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ

ნუკრი ქანთარია - კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს ხარჯზე სამინისტროების შემცირების წინააღმდეგია, - ამის შესახებ ქანთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, დღეს სავარაუდოდ მთავრობის რეორგანიზების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. "მე ვეთანხმები სამინისტროების შემცირებულ რაოდენობას, ოღონდ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. რაც მესმის, თითქოს არის ამაზე საუბარი. სასჯელაღსრულების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე კულტურისა და განათლების. ეს იგივეა, რაც ტვინში რომ გული ჩავსვათ. ტვინი უნდა იყოს თავში, გული კი გულის ადგილზე", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატი მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ჯერ სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები