რატომ აცვია მეგან მარკლს 2 ზომით დიდი ფეხსაცმელი

რატომ აცვია მეგან მარკლს 2 ზომით დიდი ფეხსაცმელი

მეგან მარკლის ჩაცმულობა ყოველთვის იწვევს მოდის კრიტიკოსების აღფრთოვანებას, თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მისი გამოჩენა ფეხსაცმელებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

„ინდეფენდენთი“ წერს, რომ ბოლო ღონისძიებაზე, რომელსაც მთელი სამეფო ოჯახი ესწრებოდა, სასექსის ჰერცოგინიას შესამჩნევად დიდი ზომის ფეხსაცმელი ეცვა.

მოდის ექსპერტის ჰარიეტ დეივის განმარტებით, ცნობილი სახეები ხშირად იცვამენ ერთი, ხანაც - ორი ზომით დიდ ფეხსაცმელს.

„ღონისძიებისთვის, ანდა - წითელ ხალიჩაზე გასავლელად ვარსკვლავები დიდი ზომის ფეხსაცმელს ყიდულობენ, მიზეზი კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - თავიდან აირიდონ წყლულოვანი ბუშტუკები და ფეხების შესიება,“ - ამბობს დეივი.

მისივე თქმით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დიდ ხანს ფეხზე დგომა, ან სიარული ფეხების შესიებას იწყებს.

მეგან მარკლს დიდი ზომის ფეხსაცმელი ეცვა ნოემბერშიც, როდესაც მან და პრინცმა ჰარიმ საკუთარი ნიშნობის შესახებ განაცხადეს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ