მღვდელი, რომელმაც ნათლობისას ბავშვს სახეში გაარტყა, პირველ კომენტარს აკეთებს - "ყველაფერი დამთავრდა"

მღვდელი, რომელმაც ნათლობისას ბავშვს სახეში გაარტყა, პირველ კომენტარს აკეთებს - "ყველაფერი დამთავრდა"

ფრანგი მღვდელი,რომელმაც ნათლობის ცერემონიის დროს მცირეწლოვან ბავშვს სახეში გაარტყა, პირველ კომენტარს აკეთებს, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

„სამღვდელოებაში მოღვაწეობას ვასრულებ... ყველაფერი დამთავრდა,“ - განაცხადა 89 წლის მამა ჟაკ ლაკრუამ.

კადრები, სადაც ჩანს, როგორ დაარტყა მღვდელმა ბავშვს იმის გამო, რომ მცირეწლოვანი ტიროდა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინტერნეტით და ის მთელმა მსოფლიომ ნახა.

ნახეთ, ასევე : ნათლობაზე მღვდელმა ბავშვს გაარტყა, რადგან ის ტიროდა

რადიოსთან French Info ინტერვიუში მღვდელი უარყოფს, რომ მცირეწლოვანს სასტიკად მოექცა.

„ეს იყო რაღაც მოფერებასა და გარტყმას შორის, იმედი მქონდა, რომ დავამშვიდებდი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

მე მოვუბოდიშე ოჯახს. ვასრულებ ეკლესიაში მოღვაწეობას, ეს ჩემი ბოლო ნათლობა იყო, ყველაფერი დამთავრდა,“ - ამბობს მამა ჟაკი.

დღის ფოტო - "მფრინავი" ვასილ ლობჟანიძე რუს მორაგბეებთან დაპირისპირებისას

ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები კვლავ დაამარცხეს

"სათივედან ხმა რომ შემომესმა, შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს" -  8 წლის ილიკოს ამბავი, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა