გიორგი ჩერქეზიშვილი - “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 400-მდე პროექტია დაფინანსებული

გიორგი ჩერქეზიშვილი - “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 400-მდე პროექტია დაფინანსებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, პროგრამით “აწარმოე საქართველოში” დაახლოებით 400-მდე პროექტია დაფინანსებული, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 900 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულია 15 000-მდე ადამიანი.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმში, პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი საწარმო გახსნა, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს.

“მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ აჭარის რეგიონში, პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით 14 კომპანია სარგებლობს, რომელთა მხრიდან განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 25,5 მლნ ლარს აღემატება, ხოლო ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს.

პროგრამის სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში, აჭარაში ამ დროისთვის ორი საშუალო და მაღალი სტანდარტის სასტუმრო ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

"ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო... სოცქსელებით ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ვრცელდება..." - მირცხულავას 7 განმარტება ფილმში ასახულ "ტყუილებზე"

"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

ცნობილი გახდა, როდიდან განაახლებს ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან "ვიზეარი"