ჰარი აფრიკაში დაბრუნდა და სკოლა გახსნა - "აქ უფრო მეტად ვგავარ საკუთარ თავს, ვიდრე სხვა ქვეყნებში"

ჰარი აფრიკაში დაბრუნდა და სკოლა გახსნა - "აქ უფრო მეტად ვგავარ საკუთარ თავს, ვიდრე სხვა ქვეყნებში"

პრინცი ჰარი დაუბრუნდა ადგილს, რომელსაც „მეორე სახლს“ უწოდებს - People-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი აფრიკაში იმყოფება.

ახლადდაქორწინებულმა პრინცმა ლესოტოში, პიცენგში სკოლა გახსნა. პროექტი სენტებეილის საქველმოქმედო ფონდმა განახორციელა, ფონდის დამფუძნებლები ჰარი და მისი მეგობარი, ლესოტოს პრინცი სისო არიან.

ჰარის ფოტო „ინსტაგრამზე“ ადგილობრივმა მცხოვრებმა ტებოჰო ლეცოჰამ გამოაქვეყნა.

ლესოტოში ბრიტანელი პრინცი ხუთშაბათს იოჰანესბურგიდან გაფრინდა. მასთან ერთად არ იმყოფება მეგან მარკლი. სკოლის გარდა, პრინცმა სასადილო დარბაზი გახსნა, სადაც ბავშვებს საკვებით გაუმასპინძლდებიან.

ხვალ პრინცი უკვე ბრიტანეთში იქნება, სადაც დედოფლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

აფრიკა ჰარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წლებში მან მთელს კონტინენტზე იმოგზაურა და აღნიშნა, რომ აქ უფრო ჰგავს საკუთარ თავს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ