ირანის გულშემატკივრებმა რონალდო გამთენიისას გააღვიძეს, რომ დღეს ირანთან ცუდად ითამაშოს

ირანის გულშემატკივრებმა რონალდო გამთენიისას გააღვიძეს, რომ დღეს ირანთან ცუდად ითამაშოს

ირანის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, პორტუგალია - ირანის თამაშის წინა ღამეს კრიშტიანუ რონალდოსთვის ძილის საშუალება არ მიეცათ. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, გულშემატკივრები რონალდოს სასტუმრსთან შეიკრიბნენ.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი რუსეთთან თამაშისას შესანიშნავ ფორმაში იყო. რონალდო და გუნდის სხვა წევრები ენერგიულად რომ არ ყოფილიყვნენ დღევანდელ თამაშზე, ირანის ნაკრების თაყვანისმცემლები სარანსკში, სასტუმროს წინ შეიკრიბნენ და ხმაური დაიწყეს.

ვიდეოში, რომელიც „იუთუბზე“განთავსდა, ჩანს, რომ ირანის გულშემატკივრები გამთენიისას ხმამაღლა უკრავდნენ დრამებს და საყვირს, რათა პორტუგალიელებს დაძინების საშუალება არ მისცემოდათ.

ნახეთ ვიდეო : როგორ მოიქცა კრიშტიანუ რონალდუ, როდესაც ირანის გულშემატკივრები მის სასტუმროსთან განგებ ხმაურობდნენ

ხმაურმა შედეგი გამოიღო, ცოტა ხანში სასტუმროს ფანჯარაში რონალდო გამოჩნდა და ხელით ანიშნა ირანის გულშემატკივრებს, დამშვიდებულიყვნენ.

თუმცა, მისი თხოვნა სასტუმროსთან შეკრებილებმა არ გაითვალისწინეს და დიდი ხნის მანძილზე ხმაურობდნენ.

ირანისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა სარანსკში, მორდოვია არენაზე დღეს საქართველოს დროით 9 საათზე დაიწყება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ