ავტორი:

როგორია დაჭრილი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობს მომხდარზე პაატა ხაჩიძე

როგორია დაჭრილი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობს მომხდარზე პაატა ხაჩიძე

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს დაჭრილის მეგობარმა, „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთმა სოლისტმა პაატა ხაჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. ხაჩიძის განცხადებით, ირაკლი ნოზაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. დაჭრილის მეგობარი დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ვერსიებზე ვერ საუბრობს.

ღუდუშაურის კლინიკაში ასევე იმყოფებიან მომღერლის ოჯახის წევრები და ახლობლები, თუმცა მათ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა.

ნახეთ ვიდეო: "მარტო ის ვიცი, რომ მძიმედ არის" - რა ინფორმაციას ფლობენ ირაკლი ნოზაძის მეგობრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ