ირაკლი ნოზაძის ოპერაცია დასრულდა - ექიმის კომენტარი დაჭრილი მომღერლის მდგომარეობაზე

ირაკლი ნოზაძის ოპერაცია დასრულდა - ექიმის კომენტარი დაჭრილი მომღერლის მდგომარეობაზე

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრს ირაკლი ნოზაძეს, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაჭერს, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განაცხადა, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

"მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ჯერჯერობით ოპერაციის შემდგომი ნარკოზის ქვეშ იმყოფება. გარკვეული პერიოდი ამ მდგომარეობაში დარჩება. მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდება. ამ მომენტში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დასკვნების დაკეთება ნაადრევია" - აღნიშნა ქარცივაძემ.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი