თვითმხილველების ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა - "სისხლად ვიცლები მიშველეთო, ამბობდა"

თვითმხილველების ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა - "სისხლად ვიცლები მიშველეთო, ამბობდა"

თვითმხილველების ინფორმაციით, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, დაინახა როგორ ჩაჯდა "პიკასო" ავტომობილში, სადაც ორი გოგონა იჯდა და იქიდან დაჭრილი გადმოვიდა.

"მანქანით ორი გოგონა ელოდებოდა. დაბლიდან უხამსი სიტყვებით უყვიროდნენ, ჩამოდი პიკასოო. დავინახე, რომ ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. წამებში გადმოხტა უკან და აქეთ გადმოიქცა, სისხლად ვიცლები მიშველეთო, ამბობდა" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა.

ნახეთ ვიდეო: "სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო" - მომღერალი ირაკლი ნოზაძე გოგონებმა დაჭრეს?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს