გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს, შსს არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს, შსს არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამჟამად საქმეზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ